ბეთანიაში სათხილამურო კურორტი მოეწყობა

12:20, 17.09.2025

ბეთანიაში სათხილამურო კურორტი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე 500-მეტრიანი სასრიალო ტრასა განთავსდება. დაგეგმილია ინფრასტრუქტურის სრულად მოწესრიგება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და ღამის სრიალისთვის დამონტაჟდება სპეციალური ლამპიონები.  განთავსდება თანამედროვე ტიპის საბაგირო, ასევე ხელოვნური გათოვლიანების სისტემა.

მსგავსი