„ბეშუმობა“ 2022 ორწლიანი პაუზის შემდეგ

ორწლიანი პაუზის შემდეგ ბეშუმში „შეამთობის“ დღესასწაულს მასშტაბურად აღნიშნავენ.

სამზადისი სახალხო ზეიმისთვის დილიდან დაიწყო და კონცერტში მონაწილეობას ადგილობრივი და თბილისელი შემსრულებლები მიიღებენ. იქნება ტრადიციული ნიშნობის ცერემონიაც. დღესასწაულის ფარგლებში დაჯილდოვდებიან საპატიო ხულოელები. მოგვიანებით კი სპორტული შეჯიბრებები გაიმართება. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვაც.