ბეშუმობა 2019

მაღალმთიან აჭარაში, დღეს სახალხო დღესასწაული აღნიშნეს.

უკვე საუკუნეებს ითვლის ადგილობრივი ადათ-წესებით გაჯერებული ტრადიცია, რომელიც წლიდან-წლამდე მთაში მცოვრებლების გარდა, უამრავ სტუმარს აერთიანებს. შუამთობის მთავარი ხიბლიც სწორედ ეს არის, აგვისტოს პირველ უქმეებზე ყველა ერთად იკრიბება.

ბუშუმში დღეს ხელისუფლების წარმომადგენლბსაც უმასპინძლეს. შეკრებილებს დღესასწაული პრემიერ-მინისტრმაც მიულოცა. მამუკა ბახტაძემ ყურადღება რეგიონის განვითარებაზე და აჭარის მთიანეთის ტურისტულ პოტენციალზეც გაამახვილა.

ბეშუმში ჩავიდნენ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც. ოპოზიციური პარტიის წარმომადგელებმა და აქტივისტებმა მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის შესახებ კიდევ ერთხელ გაახმოვანეს.

სახალხო ზეიმი კი დღეს ტრადიციულმა დოღმა დაასრულა, რა დროსაც გამარჯვებულებიც დააჯილდოვეს.