იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე კოლეგა დეპუტატების ნაწილს შეხვდა.
ეკა ბესელიასთან გედევან ფოფხაძისა და რევაზ არველაძის გარდა, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, დავით ჭიჭინაძეც იმყოფებოდა. ბესელიას განცხადებით, ის ხვდება ყველას, ვისაც სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე საკუთარი პოზიცია აქვს. ჟურნალისტების შეკითხვაზე, – აქვს თუ არა მას პარტიიდან გარიცხვის მოლოდინი, – ბესელია აცხადებს, რომ უმჯობესი იქნება, მსჯელობის საგანი ისევ სასამართლო სისტემა იყოს და ამგვარი ტერმინებით ერთმანეთთან საუბარს ყველამ თავი უნდა დაანებოს.