ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის საქმე
კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.
სასამართლომ მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო. ორივეს 10 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა. ბესიკ ხარძიანი ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2011 წელს დააკავეს. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, რომელიც სასამართლომ სრულად გაიზიარა, მსჯავრდებულებმა დანაშაული ერთად დაგეგმეს და განახორციელეს. კერძოდ, ბიზნესმენმა გიორგი უდესიანმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ კულტურის მინისტრის მოადგილეც იყო, გადაწყვიტა დაკავებული ბიზნესპარტნიორის და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული კუს ტბის წილების უკანონოდ დაუფლება, დახმარება კი ალექსანდრე მუხაძეს სთხოვა. შედეგად №8 პენიტენციური დაწესებულების იმჟამინდელი დირექტორის, მუხაძის უშუალო ორგანიზებით, ბესიკ ხარძიანზე სისტემატურად ხორციელდებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. წამების და სიცოცხლის მოსპობის არაერთგზის მუქარის შემდეგ, ხარძიანის ოჯახი იძულებული გახდა წილები დაეთმო. საუბარია 400 ათასი ლარის ღირებულების ქონებაზე.
როგორ აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას ბესიკ ზარძიანის ოჯახი, რომელიც ბიზნესმენის შეკვეთით მკვლელობაშიც გიორგი უდესიანს ადანაშაულებს – მაკა ლაშხია დეტალებით.