საზოგადოება საქართველოს დამსახურებულ არტისტს, ბერტა ხაფავას ემშვიდობება.
მსახიობმა თეატრში მოღვაწეობა 1960 წლიდან დაიწყო და საზოგადოებას თავი არაერთი გამორჩეული როლით დაამახსოვრა. ბერტა ხაფავამ თითქმის ექვსი ათეული წელი მოზარდმაყურებელთა თეატრში გაატარა. გადაღებულია 60-მდე მხატვრულ ფილმში. მაყურებელმა განსაკუთრებით შეიყვარა მისი როლები კინოფილმებში: „სამანიშვილის დედინაცვალი”, „სიყვარული ყველას უნდა“, „ბოშა აზა”, „სამოთხის გვრიტები“ და სხვა.
მსახობის პირველი ნაბიჯები თეატრში და კოლეგების მოგონებები თათია კუჭუხიძის რეპორტაჟში.