ბერტა ფონ ზუტნერისადმი მიძღვნილი გამოფენა

საქართველოს პარლამენტში ბერტა ფონ ზუტნერისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.

ღონისძიება საქართველოში ავსტრიის ელჩის ინიციატივით ტარდება. გამოფენაზე სახელწოდებით – „ავსტრიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტები“  მსჯელობა გაიმართა, როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე, ასევე ზუტნერის საქართველოში საქმიანობაზე.

ბერტა ფონ ზუტნერი მშვიდობის დარგში ნობელის პირველი ლაურიანტი ქალია, რომელიც საქართველოში ცხრა წელი ცხოვრობდა.