ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო

თბილისში ცნობილი იტალიელი ხელოვანების ნამუშევრებია გამოფენილი. ეროვნულ გალერეაში მისულ დამთვალიერებელს იტალიელი ფერმწერის, მოქანდაკისა და არქიტექტორის ჯოვან ლორენცო ბერნინისა და მეჩვიდმეტე საუკუნის სხვა ოსტატების შედევრების ნახვა შეუძლია. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი უნიკალური ექსპონატები რომის ახლოს მდებარე რომაული ბაროკოს მუზეუმშია დაცული. გამოფენა ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.