ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი

თებერვლიდან ბერლინში საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება. მარლენ დიტრიხ პლაცზე მსოფლიოს ცნობილი რეჟისორები, სცენარისტები, მსახიობები, პროდიუსერები და უბრალოდ კინოს მოყვარულები შეიკრიბებიან. თუმცა, კოვიდპანდემიის გამო, ფესტივალის მასშტაბები და დამსწრე სტუმართა რაოდენობა შეზღუდულია.
კინოკრიტიკოსების თქმით, ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის, კარლო შატრიანისთვის და აღმასრულებელი დირექტორისთვის ეს ერთგვარი ტესტი იქნება: შეძლებენ თუ არა ისინი ერთ-ერთი უძველესი კინოფესტივალისთვის ახალი იდეების გენერირებას მსოფლიო პანდემიის პირობებში.

დატოვე კომენტარი