ბერლინის პოლიციამ ტერაქტის მცდელობა აღკვეთა

ბერლინის პოლიციამ ტერაქტის მცდელობა აღკვეთა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ბოროტმოქმედები გერმანიის დედაქალაქში გამართული მარათონის მონაწილეებსა და მაყურებლებზე დანით თავდასხმას გეგმავდნენ.

დაკავებულია ექვსი პირი, მათ შორის მთავარი ეჭვმიტანილიც.

გერმანული მედიის ცნობით, მას თან ორი დანა აღმოაჩნდა.

გამოძიება ამტკიცებს, რომ დაპატიმრებული ბერლინში შარშან საშობაო ბაზრობაზე მოწყობილი ტერაქტის შემსრულებლის, ანის ამრის მეგობარია.

ბერლინში გუშინ გამართულ მარათონში 32 000 ადამიანი მონაწილეობდა.