ბერლინის კინოფესტივალი

ხვალიდან ბერლინი კინო-ხელოვანების შეკრების ადგილი იქნება.

ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საერთაშორისო ფესტივალზე „ოქროს დათვის“ მოსაპოვებლად 18 ფილმი იბრძოლებს. „ბერლინალეს“ გამარჯვებულებს საერთაშორისო ჟიური გამოავლენს, რომლის თავმჯდომარე ოსკაროსანი მსახიობი, ჯერემი აირონსი იქნება.

ბერლინის საიუბილეო კინო-ფესტივალის ფარგლებში ორი ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი.