„ბერლინის განყოფილება“ პირველ არხზე

მერაბ ნინიძის მონაწილეობით დღეიდან პირველ არხზე ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ამერიკული სერიალი იწყება.

22 საათსა და 30 წუთზე ჩვენი ეთერი „ბერლინის განყოფილებას“ დაეთმობა.

2016 წელს გამოსული სერიალის გადაღება ახლაც გრძელდება. მძაფრსიუჟეტიან თრილერში მოქმედება ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ბერლინის განყოფილებაში ვითარდება.