ბერლინის 75-ე კინოფესტივალის ნომინანტები

ბერლინის რიგით 75-ე კინოფესტივალამდე რამდენიმე დღე რჩება – შესაბამისად, უკვე ცნობილია ნომინანტები. საკონკურსო პროგრამაში მოხვდა რიჩარდ ლანკასტერის, ჰონ სან-სუს, რადუ ჟუდეს, ვივიენ ქიუსა და სხვა რეჟისორების ახალი ნამუშევრები. ოქროსა და ვერცხლის დათვის მოსაპოვებლად კი ჯამში 19 ფილმი იბრძოლებს.

„ბერლინალეს“ დაჯილდოებაზე კინომატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის ყოველწლიურად საპატიო „ოქროს დათვი“ გაიცემა, წელს კრიტიკოსებმა შოტლანდიელი მსახიობი ტილდა სვინტონი შეარჩიეს.