Berlin 2022-ის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება

საქართველო მსოფლიო დონის ღონისძიების მასპინძლობისთვის ემზადება.

პირველად ქვეყნის ისტორიაში 2022 წელს ბერლინის ტურისტული გამოფენა-ბაზრობის მასპინძელი საქართველო იქნება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას გერმანიაში საკუთარი ტურისტული პოტენციალის სრულად წარმოჩენის საშუალება პირველად მიეცემა.

ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენას ყოველწლიურად ათასობით დამთვალიერებელი ჰყავს, ღონისძიებაზე წარმოდგენილია ასეულ ათასობით საერთაშორისო ტურ-ოპერატორი და კერძო კომპანია. 2022 წლისთვის „აითიბ-ბერლინის“ მასპინძლობის სურვილი კიდევ 30 ქვეყანას ჰქონდა, თუმცა სპეციალურმა კომისიამ საბოლოოდ არჩევანი საქართველოზე გააკეთა.