ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ავარიულობის ხარისხი

დამძიმდა თუ არა სპეცოპერაციის შემდეგ ბერიGგაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ავარიულობის ხარისხი? საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად საკითხს სპეციალისტები სწავლობენ. თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ექსპერტების ცნობით, სახლს დაახლოებით ორი წლის ავარიულობის მესამე ხარისხი ქონდა მინიჭებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ შტურმის შედეგად სახლის საყრდენი კედლები დაზიანდა, გაიზარდა არსებული ბზარების მოცულობაც. მესამე სადარბაზოს მობინადრეები შიშობენ, რომ სახლში დაბრუნება საფრთხის შემცველია.

15 ოჯახი ამ დრომდე სხვადასხვა სასტუმროში რჩება.