ბერდია სიჭინავას განცხადება

18:32, 17.01.2025

გიორგი გახარიას პარტიაში „შერატონ ბათუმში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კადრების სასწრაფოდ გადაცემას ითხოვენ.

ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე სასტუმროში მომხდარ ინციდენტთან და გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მათ კანონის საფუძველზე მოითხოვეს კადრების გადაცემა, თუმცა მისივე თქმით „შერატონ ბათუმის“ ადმინისტრაციამ მათ მხოლოდ ვადებზე მიუთითა. ამასთან ერთად პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ ეჭვს გამოთქვამენ, რომ შესაძლოა სასტუმროს ადმინისტრაცია ზეწოლის ქვეშ იყოს.

მსგავსი