ბერდია სიჭინავას განცხადება

15:20, 30.09.2025

ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების საკითხზე დღეს გახარიას პარტიაში ბრიფინგი გაიმართა. ბერდია სიჭინავას განცხადებით, ჩორჩანაში გიორგი გახარია ქართულ მიწას იცავდა, მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება კი „ქართული ოცნების“ მხრიდან ეროვნული ინტერესების ღალატია, რაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ინტერესებში შედის. ამის არგუმენტად, სიჭინავამ, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადება მოიყვანა. მისი განმარტებით, გამოძიების დაწყება და საგუშაგოს განთავსებისთვის დანაშაულის დარქმევა, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისთვის აჩენს პოლიტიკურ სამართლებრივ საფუძვლებსა და იმედს, რომ მოხდება საგუშაგოს დემონტაჟი და ქართული მიწის ეს ნაწილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის კონტროლქვეშ მოექცევა. სიჭინავა მმართველი გუნდისგან დეტალურ განმარტებებს ითხოვს.

მსგავსი