აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი ათონის მთაზე იმყოფებოდნენ, სადაც ქსენოფონტეს მონასტერში აფხაზეთიდან დევნილი ირაკლი რუხაიას ბერად აღკვეცის რიტუალს დაესწრნენ.
ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის წევრები, სალონიკში საქართველოს გენერალურ კონსულთან ერთად, ქსენოფონტესა და ივერონის მონასტრების წინამძღვრებს შეხვდნენ. დავით ფაცაციამ ივერონის მონასტრის საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.