ბერა ივანიშვილის სარჩელი
ბერა ივანიშვილის ადვოკატმა დავით ასათიანმა ტელეკომპანია „ტვ პირველისა“ და ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
მოსარჩელე ბერა ივანიშვილი აღნიშნული ტელეკომპანიებისგან მის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს.
ადვოკატის თქმით, საუბარია ივანიშვილის გარკვეულ კრიმინალურ გარჩევებთან კავშირში დადანაშაულებაზე.
მოსარჩელე ითხოვს ამ ფაქტების შესაბამისი ფორმით უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას.