ბერა ივანიშვილის განცხადება – გამოხმაურება

12:09, 01.10.2026

ბერა ივანიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას მმართველი გუნდი ეხმაურება. „ქართულ ოცნებაში“ მიესალმებიან ბერას გადაწყვეტილებას სამართლებრივი დავის დაწყებასთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ მის მიმართ მიმართულ ცილისწამებლურ კამპანიას სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის შვილმა გამოქვეყნებულ წერილში მის წინააღმდეგ მიმდინარე ცილისმწამებლურ კამპანიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრალდებების ავტორების მიმართ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს. მისი თქმით, მან უკვე მიმართა მაღალი კომპეტენციის მქონე ადვოკატს და თითოეულ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებასთან დაკავშირებით, სამართლებრივ პასუხს მოითხოვს.

მსგავსი