ბექა წიქარიშვილსა და საპატრულო პოლიციის უფროსს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა - ბოლო ინფორმაცია ადგილიდან

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” ხელმძღვანელს ბექა წიქარიშვილსა და საპატრულო პოლიციის უფროსს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ  დასრულდა. საპატრულო პოლიცია არ დათანხმდა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, რასაც აქციის ორგანიზატორები ითხოვდნენ.

საპროტესტო აქცია უკვე 3 საათია მიმდინარეობს თბილისში, პარლამენტის შენობასთან. მოქალაქეები სამართალდამცველების მიერ ღამით ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, უკმაყოფილებას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებების დროს ადამიანის უფლებები დაირღვა და ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას და ღირსების შელახვას.

ლიკა ალელიშვილს ვრთავთ პირდაპირ ეთერში რუსთაველის გამზირიდან –  რა ხდება ამ წუთებში აქციაზე.