ბექა წიქარიშვილისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას ადვოკატი ასაჩივრებს

ბექა წიქარიშვილისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი სააპელაციო სასამართლოს მიმართავს, გაუქმდეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.

საქალაქო სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობისთვის მოძრაობა თეთრი ხმაურის წევრს 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ეს წვრილმანი ხულიგნობა კი, წიქარიშვილის ადვოკატის განცხადებით, გამოიხატა იმაში, რომ გიორგი გიორგანაშვილისთვის 8 წლიანი პატიმრობის შეფარდებისას, წიქარიშვილი აღელვებილი იყო და სასამართლოს ეზოში არაეთიკური გამონათქვამებით მიმართავდა სასამართლოს.

რაც შეეხება სასამართლოს შენობის დაზიანებას, ამაზე ადვოკატის განცხადებით, ცალკე მიმდინარეობს გამოძიება.