ბექა ვაჭარაძის სარჩელი

„ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატი, ბექა ვაჭარაძე გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატს, გიგი უგულავას არაერთგზის შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მის ამ ქმედებებს ამომრჩეველი პასუხს გასცემს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ბექა ვაჭარაძემ განაცხადა, რომ ნიკა გვარამიასა და „მთავარი არხის“ წინააღმდეგ გეგმავს სამართლებრივი დავის გაგრძელებას დეზინფორმაციის გავრცელებისთვის. ვაჭარაძე მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის კომპენსაციის სახით 55 555 ლარს ითხოვს, რომლის საქველმოქმედო მიზნით გამოყენებას აპირებს.

გიგი უგულავას განცხადებით, ბექა ვაჭარაძეს ფოთელებისთვის განმარტებები აქვს მისაცემი იმ ინფორმაციაზე, რაც მასთან დაკავშირებით გავრცელდა. უგულავას შეფასებით, ფოთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს.