ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივა

დამოუკიდებელი დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივით, შრომის კოდექსში შედის ცვლილება, რომლის განხილვაც პარლამენტში დღეს იგეგმება. ბექა ნაცვლიშვილის განმარტებით, ცვლილების მიხედვით, დასაქმებულების უფლებების დაცვა მოხდება და ასევე საბაზისო შრომითი უსაფრთხოების მოწესრიგებასაც შეუწყობს ხელს. დამოუკიდებელ დეპუტატს მმართველი გუნდის მხარდაჭერის იმედი აქვს.