ბექა ნაცვლიშვილის განცხადება

იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი ბექა ნაცვლიშვილის საპენსიო რეფორმის ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, დეპუტატი უმრავლესობის რიგებს დატოვებს. მისი თქმით, საპენსიო რეფორმა და მოსამართლეების დანიშვნა მისთვის პრინციპული საკითხებია.

ნაცვლიშვილის განმარტებით, მისი ვერსია პენსიის სოლიდარულ პრინციპს ეფუძნება და არა ინდივიდუალურ დაგროვებას, რომელიც უკვე ამოქმედებულია.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საბაზისო პენსიის გაზრდის იდეა მოსაწონია, თუმცა ეს უკვე ამოქმედებული რეფორმის მომდევნო ეტაპი უნდა იყოს და არა მისი ალტერნატივა.