ბექა ნაცვლიშვილის განცხადება

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი საურავისგან პირველ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლების გათავისუფლების მოთხოვნით, კანონმდებლების ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

დეპუტატი აცხადებს, რომ დადგენილება ლიცენზიის ამოქმედებასთან დაკავშირებით ორაზროვნად იყო შედგენილი, რამაც ტაქსის მძღოლების უმეტესობა შეცდომაში შეიყვანა. ბექა ნაცვლიშვილის თქმით, უმეტესობამ არ იცოდა, რომ რეგულაცია პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდებოდა. ამიტომ ის ჯარიმებისგან მძღოლების გათავისუფლებას ითხოვს.

თბილისის მერიისგან ტაქსების რეფორმის გაუქმებას მოითხოვენ პარტია „ევროპულ საქართველოში“. დეპუტატები აცხადებენ, რომ რეფორმა ჩავარდა. კრიტიკას არ იზიარებენ დედაქალაქის მერიაში, სადაც ტაქსებთან დაკავშირებით ამოქმედებულ რეგულაციებში ცვლილებებს გამორიცხავენ.