ბექა ნაცვლიშვილის განცხადება

უმრავლესობის დატოვებას არ გამორიცხავს დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი. გადაწყვეტილებას დაგროვებით პენსიაზე მის მიერ მომზადებული კანონპროექტის კენჭისყრის შემდეგ მიიღებს.

დეპუტატის ინიციატივა თანხის გადანაწილებას სოლიდარობის პრინციპის საფუძველზე გულისხმობს. მის საკანონმდებლო წინადადებას მმართველი გუნდის უმრავლესობა სავარაუდოდ მხარს არ დაუჭერს.

ცნობილია, რომ პროექტი არ მოსწონს არც ოპოზიციას.