ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება

გორის რაიონულ სასამართლოში ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ ოთხი მოწმე წარმოადგინა, ორი სასაქონლო ექსპერტი და ორი ექსპერტ-ქიმიკოსი.

მხარეების შეთანხმების საფუძველზე, სამი მოწმე არ დაკითხეს, რადგან საქმეში არსებული, მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები მხარეებმა უდავოდ მიიჩნიეს.

პროცესზე მხოლოდ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტ-ქიმიკოსი ლალი ნიკოლაიშვილი დაიკითხა. დაცვის მხარე ცდილობდა გაეგო, ბექა ხახუბიას კუთვნილი ავტომანქანის შეჯახების შემთხვევაში სხვა საგანზე დარჩებოდა თუ არა კვალი და შეძლებდა თუ არა ამის დანახვას ჩატარებული საექსპერტო კვლევის ფარგლებში ექსპერტი.