ბენიამინ ნეთანიაჰუს ინიციატივა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ეს აუცილებელია ისეთი მთავრობის ფორმირების თავიდან ასაცილებლად, რომელშიც, მისივე შეფასებით, შევლენ ადამიანები, რომლებსაც ისრაელის სახელმწიფოს განადგურება სურთ. როგორც ნეთანაჰუმ აღნიშნა, ასეთი მთავრობის ფორმირება, ირანისგან მომდინარე საფრთხეს ვერ აღმოფხვრის და ვერც ღაზასა და ლიბანში მყოფ ისრაელელ სამხედროებს დაიცავს. მისივე განცხადებით, ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნის მთავარი მიზანი: ირანის ბირთვული საფრთხის საბოლოოდ აღმოფხვრა, ისრაელის ებრაულ სახელმწიფოდ შენარჩუნება და საზოგადოებაში ერთიანობის განმტკიცება უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნეთანუაჰუს თქმით, პარიზისა და ბრიუსელის ქუჩებში არეულობა შესაძლოა, ისრაელის ქალაქებში მოსალოდნელ მოვლენებთან შედარებით, უმნიშვნელო აღმოჩნდეს.