ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადება
ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ რამდენიმე კვირის წინ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სპეციალური პროგრამის შექმნის შესახებ ბრძანება გასცა. მან დაადასტურა, რომ ისრაელი „F-35“-ისა და „F-15IA“-ს მოდელების ორ ესკადრილიას შეიძენს. ნეთანიაჰუს განმარტებით, ეს თვითმფრინავები „ისრაელის საჰაერო უპირატესობას კიდევ უფრო განამტკიცებს“. საკუთარი წარმოების განვითარებაზე საუბრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში თავდაცვის ბიუჯეტს საბრძოლო მასალების ადგილობრივი წარმოებისთვის 350 მილიარდი შეკელი დაემატება.