თავდასხმები გრძელდება ლიბანში. ეს კი მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე ძლიერი დარტყმების ბრძანება გასცა. პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადების თანახმად, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის არმიას დაავალა, ინტენსიურად შეუტიონ „ჰეზბოლას“ სამიზნეებს. მედიის ცნობით, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა „ჰეზბოლას“ სარაკეტო და დრონებით თავდასხმები ისრაელის ჩრდილოეთსა და ლიბანის სამხრეთში, ისრაელის სახმელეთო ჯარებზე.