ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ დონალდ ტრამპის გეგმა ღაზიდან პალესტინელების გადასახლების შესახებ არის პირველი ახალი იდეა ბოლო წლებში. „ფოქს ნიუსთან“ მიცემულ ინტერვიუში ნეთანიაჰუმ ისაუბრა ამერიკის პრეზიდენტთან ურთიერთობაზე, ღაზასა და ისრაელელ მძევლებზე, რომლებიც ამ დრომდე „ჰამასის“ ტყვეობაში არიან. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, ისრაელს მომდევნო კვირას ცოცხალი მძევლების 75% ეყოლება დაბრუნებული. ამერიკის პრეზიდენტზე საუბრისას კი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ტრამპი არის ყველაზე კარგი მეგობარი, ვინც ისრაელს თეთრ სახლში ოდესმე ჰყოლია.