ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსვლა პარლამენტში

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისრაელი ვერ მოახერხებს ღაზაში დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას სამხედრო ზეწოლის გარეშე. ნეთანიაჰუს გამოსვლას პარლამენტში უსმენდნენ მძევლების ოჯახის წევრები, რომელთაც ტყვეების ფოტოები ეჭირათ. ისინი პერიოდულად პრემიერს გამოსვლას აწყვეტინებდნენ და სკანდირებდნენ სიტყვას – „ახლავე“. ნოემბრის ბოლოს შეერთებული შტატების, კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების შედეგად, სავარაუდო 240 მძევლიდან ღაზაში ტყვეობაში მყოფი 100-ზე მეტი პირი გათავისუფლდა.