ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის საქმეზე საქართველოს რამდენიმე მოქალაქე პოლიციაში გამოიკითხა

თბილისში, დიდუბის პოლიციაში, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის საქმეზე, საქართველოს რამდენიმე მოქალაქე პოლიციაში გამოიკითხა. როგორც მათ პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადეს, ინციდენტი უცხოელმა სტუდენტებმა დაიწყეს. მათი თქმით, ისინი ნიგერიელ სტუდენტების მიმართ, აგრესიულად არ არიან განწყობილები, ბელიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები და უცხოელი სტუდენტები კონფლიქტის სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ.

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

შესაძლოა, დღეს ნიგერიელი სტუდენტების გამოკითხვა კიდევ ერთხელ მოხდეს. მათი ადვოკატი საქმის კვალიფიკაციის შეცვლას და გამოძიების დაწყებას რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით ითხოვს.