ბელგრადის დეკლარაცია – შალვა პაპუაშვილის გზავნილები
თანამშრომლობის გაძლიერება, კომუნიკაციის გააქტიურება და ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე ურთიერთ მხარდაჭერა – ამ საკითხებზე შეთანხმდნენ ბელგრადში მიმდინარე კონფერენციაზე ალიანსის კანდიდატობის წევრი ქვეყნები. პარლამენტის თავმჯდომარეებმა ერთობლივი დეკლარაციაც მიიღეს და 2-დღიანი მუშაობა შეაჯამეს. მიღწეულ შეთანხმებებსა და გამართულ შეხვედრებზე მედიასთან ისაუბრა შალვა პაპუაშვილმაც. მისი თქმით, რვა ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებმა ევროსტრუქტურებს ერთიანი პოზიციებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით სწორედ აღნიშნულ ფორმატში მიაწვდინა.