საჰაერო იერიშის შედეგად, რუსეთში, ბელგოროდის ოლქში ნავთობტერმინალს ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი უკიდია ნავთობის რვა რეზერვუარს. რუსული მხარე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტერმინალზე იერიში უკრაინულმა ვერტმფრენებმა მიიტანეს.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, ვერტმფრენები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ და უკრაინის ტერიტორიიდან შევიდნენ რუსეთში, თუმცა, როგორ მოახერხეს ვერტმფრენებმა რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემებისთვის თავის არიდება, გუბერნატორს პასუხი არ აქვს. რუსულენოვანი „ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, ნავთობტერმინალზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.
ბელგოროდი უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. თვითმხილველების ნაწილი იუწყება, რომ აფეთქებების ხმა გვიან ღამით გაიგეს. მომხდართან დაკავშირებით, უკრაინაში განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.