ბელგიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი

საქართველოს ბელგიის სამეფოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი სტუმრობს. საკანონმდებლო ორგანოში უკვე გაიმართა დისკუსია შალვა პაპუაშვილთან და თავდაცვისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეებთან. ბელგიის სამეფო საპარლამენტო ჯგუფის წევრებმა გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა.

განხილვის მთავარ საკითხებს შორის იყო რეგიონის უსაფრთხოება და ასევე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე. დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა და ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. მან ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების მნიშვნელობასაც. დღესვე დაგეგმილია შეხვედრა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან.