ბელგიელი ჟურნალისტები საქართველოში

18:39, 16.04.2025

ბელგიის მაღალრეიტინგული გამოცემის Sabato-ს ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან. მათ უკვე მოინახულეს კახეთი, ეწვივნენ ალავერდს, სიღნაღს, თელავს, ახმეტას, წინანდალს, ადგილობრივ მარნებში გაეცნენ ღვინის მომზადების წესებს. დაგეგმილია სტეფანწმინდაში ვიზიტი. მოინახულებენ გერგეტის სამებას და უფლისციხეს. საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ბელგიელი ჟურნალისტები, ფრანგულ და დანიურ ენებზე სტატიებს მოამზადებენ, რომელსაც Sabato-ს მკითხველს გააცნობენ, როგორც ბელგიაში, ასევე საფრანგეთსა და დანიაში.

მსგავსი