ბელგიაში, 2015 წლის პარიზის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილის სასამართლო გაიმართება

ბელგიაში, 2015 წლის პარიზის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილის, სალაჰ აბდესლამის სასამართლო გაიმართება.

აბდესლამი პარიზის ტერაქტებიდან რამდენიმე თვეში ბელგიაში დააკავეს, თუმცა ბრალი პოლიციისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისთვის აქვს წარდგენილი.

ტერაქტების დროს თავდასხმაში მონაწილეობდა სალაჰის ძმა, ბრაჰიმი, რომელმაც კაფესთან თავი აიფეთქა.

ფრანგი პროკურორები ფიქრობენ, რომ ტერორისტულ თავდასხმებში სალაჰ აბდესლამიც მონაწილეობდა. თავად აბდესლამი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.

დასავლური მედია წერს, რომ აბდესლამი ფრანგული სასამართლოს წინაშე 2020 წლამდე სავარაუდოდ არ წარდგება.

 

2015 წლის 13 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქი რამდენიმე ტერორისტული თავდსხმის ობიექტი გახდა. ტერაქტები პარიზში Stade de France-ის სტადიონთან ააფეთქებებით დაიწყო. მოგვიანებით ცეცხლი გახსნეს ბარებისა და რესტორნების მახლობლად. ყველაზე დიდი მსხვერპლი კი Bataklan-ის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმას მოჰყვა. ტერაქტებს საერთო ჯამში 130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 413 კი დაიჭრა. თავდასმხებზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.