ბელარუსში რუსეთის მოქალაქეები დააკავეს

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ვითარება იძაბება ბელარუსში.

სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით რუსეთიდან კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები ჩავიდნენ, რომლებიც ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დააკავა. „ვაგნერის“ მებრძოლები სხვადასხვა სახელმწიფოში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტებში იღებენ მონაწილეობას და ფულის სანაცვლოდ რუსეთის ინტერესებს აძლიერებენ. დაჯგუფება არაფორმალურია და მოსკოვი მათზე, როგორც დაჯგუფებაზე, ოფიციალურ პასუხისმგებლობას არ იღებს, თუმცა მინსკისგან საკუთარი მოქალაქეების დაკავებაზე ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. რუსეთის მოქალაქეების დაკავებას წინ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები უძღოდა.

დატოვე კომენტარი