ბელარუსის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს

ბელარუსის ელჩი საქართვლოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

დიპლომატი უწყებაში ცოტა ხნის წინ მივიდა. ეს გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტროში მას შემდეგ მიიღეს, რაც ბიჭვინთაში ბელარუსის პრეზიდენტის და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის შეხვედრა შედგა. გავრცელებული ცნობით, ლუკაშენკომ დისკუსიისას აღნიშნა, რომ პუტინთან გუშინ განიხილა აფხაზეთის საკითხი და ითქვა, რომ საჭიროა აფხაზეთის დახმარება, რათა ხალხი ნორმალურად ცხოვრობდეს, რუსეთი კი მზად არის ამ მხარდაჭერისთვის. განაცხდა ბელორუსის პრეზიდენტმა.