ბელარუსი სპორტსმენის გადაწყვეტილება

ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დასმისა და მის ბორტზე მყოფი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკავების შემდეგ, რასაც საერთაშორისო სანქციები მოყვა, ბელარუსი მსოფლიო ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.

ამჯერად, საქმე ტოკიოს ოლიმპიადას, კერძოდ კი, მასში ბელარუსის სახელით მოასპარეზე 24 წლის სპრინტერს, კრისტინა ციმანოვსკაიას უკავშირდება. ოლიმპიელმა პოლონეთს ჰუმანიტარული თავშესაფრის მინიჭების, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს კი დახმარების თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც ბელარუსის დელეგაციამ ის საჯაროდ დაფიქსირებული კრიტიკის გამო, ასპარეზობიდან მოხსნა და სამშობლოში მის დაბრუნებას იძულებით შეეცადა.

დატოვე კომენტარი