მოძრაობის და ცეკვის თეატრის მე-6 საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ქართველი მაყურებლის წინაშე ჩინეთის ქორეოგრაფიული დასი წარდგა. „უსასრულო“ – ასე ჰქვია წარმოდგენას, რომელიც რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე მაყურებელმა პირველად იხილა. თანამედროვე ესთეტიკისა და ინოვაციური ფორმის მეშვეობით, სპექტაკლი დაძაბულობასა და სიმშვიდეს აერთიანებს. დასის სამხატვრო ხელმძღვანელმა უილი ცაომ ახალგაზრდა ხელოვანებისთვის მასტერკლასიც გამართა. მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. პროექტის ორგანიზატორია ITI Georgia. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიისა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით ხორციელდება.