ბებრის ციხის რეაბილიტაცია

ისტორიული ძეგლის რესტავრაცია ფინალურ ეტაპზეა. წლის ბოლოსთვის ბებრის ციხე პირვანდელ იერსახეს დაიბრუნებს.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სპეციალისტებმა მცხეთაში მდებარე ისტორიული ნაგებობის ტერიტორიაზე ურთულესი სამუშაოები ჩაატარეს.

საჭირო გახდა მთის გამაგრებაც, რადგან ცხრა წლის წინ განვითარებულმა სტიქიურმა პროცესებმა ციხის კედლები მთლიანად ჩამოშალა და ძეგლი განადგურების პირას მიიყვანა.

რეპორტაჟი მცხეთიდან.