„ბებია-პაპების“კლუბი კახეთში

ხანდაზმულ ასაკში მარტოობა ხშირად ყველაზე დიდი გამოწვევაა. თელავში კი არსებობს ერთი ადგილი, რომელიც ამ განცდას სრულიად ცვლის. „ბებია-პაპების“ კლუბი ხანდაზმულებისთვის არა მხოლოდ შეკრების წერტილი, არამედ ახალი მეგობრების, ენერგიის და ხალისის წყაროა. თუმცა სივრცე ყველა მსურველს ვერ იტევს. კლუბს არც ყოველდღიური მუშაობის რესურსი აქვს და არც სტაბილური დაფინანსება. მრავლად არის ტექნიკური პრობლემებიც. კლუბის წევრები თვეში 10 ლარს თავად იხდიან იმისთვის, რომ ერთად ყოფნის საშუალება და ცხოვრების ხალისი შეინარჩუნონ.

ხანდაზმულთა კლუბის შესახებ ჟანა დიდებაშვილი და ზვიად ყარაულაშვილი გიამბობთ #მოამბერეგიონები