ბებია-ბაბუების საპროტესტო აქცია-მსვლელობა თბილისში

18:31, 16.12.2024

რუსთაველის მეტროდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მარში გამართეს ბებია-ბაბუებმა. ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ითხოვენ პროტესტის მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავისუფლებას. მათივე თქმით, ეწინააღმდეგებიან საქართველოს ახალი, მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის არჩევას. ამასთან, ბებია-ბაბუები ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

მსგავსი