BBC-ის მიერ მომზადებული ფილმი - შეფასებები

BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო ფილმს ტოქსიკოლოგთა ნაწილი ეხმაურება. თემურ კობიძის ინფორმაციით, ცრემლსადენი აირით მოწამვლის მიზეზით არცერთი ადამიანი არ მისულა სტაციონარში. მისივე განცხადებით, 2024 წელს და მიმდინარე წელსაც, კლინიკებს მოქალაქეებმა სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანების გამო მიმართეს.