BBC-ის ფილმი – პოლიტიკური შეფასებები
BBC-ის დოკუმენტურ ფილმთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. ხელისუფლება ბრიტანული მაუწყებლის წინააღმდეგ საერთაშორისო დავის დასაწებად ემზადება. საკითხი კვლავ ურთიერთბრალდებების თემაა მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში. „ქართული ოცნების“ განმარტებით, აკრძალული ნივთიერება „კამიტი“ არც მოქმედი და არც წინა ხელისუფლების დროს შსს მიერ შესყიდული არ ყოფილა.
პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 319-ე მუხლებით. უკვე გამოიკითხნენ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ის რესპონდენტები, რომლებიც BBC-ის ფილმში წყაროებად არიან დასახელებული.