ბაზრიდან „ნესტლე საქართველოს“ ბავშვთა კვების კონკრეტულ პარტიებს იღებენ

ბაზრიდან „ნესტლე საქართველოს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების პროცესი გრძელდება. აღნიშნული სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით მიმდინარეობს. კონკრეტული პროდუქციის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილება გარე მომწოდებლისგან მიღებულ ნედლეულში ტოქსინ Cereulid-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო მიიღეს. კონკრეტულად საუბარია: * NAN 1 OPTIPRO –* NAN 2 OPTIPRO 800-გრამიანი თუნუქის ქილებზე, NAN 2 OPTIPRO – თუნუქის ქილის, 400გ.ზე. NAN 2 OPTIPRO – მუყაოს ყუთზე და, ასევე 1 050-გრამიან მოცულობაზე. სურსათის ეროვნული სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მომხმარებელს, იმ შემთხვევაში, თუ შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოს! განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ზიანს, ხოლო განხორციელებული ღონისძიებები ატარებს პრევენციულ ხასიათს. „ნესტლე“ ჯერჯერობით განცხადებას არ ავრცელებს.