ბავშვთა უფლებების კოდექსის სახელმძღვანელო

ბავშვთა უფლებების კოდექსის სახელმძღვანელო კომენტარების პრეზენტაცია გაიმართა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.

აღინიშნა, რომ წიგნი ხელს შეუწყობს კოდექსის გამოყენებას და პრაქტიკაში დამკვიდრებას. კოდექსი აერთიანებს ყველა მთავარ პრინციპს და ქმნის სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის კეთილდღეობას და დაცვას. ბავშვთა უფლებების კოდექსი 2019 წელს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ გაერო-ს ბავშვთა ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით შემუშავდა.